დიმიტრი ხუნდაძე: 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში დემოგრაფიული ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ის ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, ნომერ პირველი პრობლემა უნდა იყოს.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, დემოგრაფიული პრობლემა ჩრდილში ხვდება და ზოგჯერ პოლიტიკოსებსაც ავიწყდებათ.
„მიუხედავად დემოგრაფიული კრიზისისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა, თუ პოლიტიკა სწორად წარიმართება, პერსპექტივა ნამდვილად დადებითი გვაქვს. გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება და ეს არის რეალობა. თუ დემოგრაფიულ ვითარებას რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ, – აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, სომხეთის 7%-ით იზრდება, საქართველოს მოსახლეობა კი 28%-ით მცირდება, ხანდაზმულთა რაოდენობა კი, მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის წარმოების გარეშე, ვითარება ვერ გამოსწორდება.
დეპუტატის განცხადებით, როდესაც ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევა გახდა უმნიშვნელოვანესი სწორება, რომელმაც კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დემოგრაფიული პოლიტიკის წარმოება განაპირობა.
ხუნდაძის თქმით, ამ მიმართულებით არაერთი დოკუმენტი შეიქმნა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ დაწყებული მიმართულება გაგრძელდება და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შემადგენლის გარეშე დემოგრაფიული სიტუაცია ვერ გამოსწორდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები