ლევან დავითაშვილი: სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მმართველობა ქვეყანაში იყოს უფრო ეფექტიანი, – აღნიშნული განცხადება გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია.
„პრემიერმა საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა ამ საკითხზე – გადაწყვეტილებები მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მმართველობა ქვეყანაში იყოს უფრო ეფექტიანი და ასეც იქნება. ვითვალისწინებთ ბევრი ევროპული წარმატებული ქვეყნის გამოცდილებას. საუბარია იმაზე, რომ ის მიმართულებები, რომლებიც ორგანულად ერთმანეთთან ძალიან ახლო კავშირშია, იყოს ერთად. სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია. ჩვენ ისედაც მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ამ შემთხვევაში, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების გაერთიანდება ხდება, რათა მმართველობა მოხდეს უფრო ეფექტიანად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები