„Gulf Club”-ის წევრებს 12 ტონა კოკაინი აღმოუჩინეს

კოლუმბიის პოლიციამ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს 12 ტონა კოკაინი აღმოაჩინა, მომხდარი ფაქტი კოლუმბიის ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტად ითვლება.
სპეცოპერაცია კოლუმბიის ყველაზე საშიში კრიმინალური კლანის „Gulf Club”-ის წინააღმდეგ ჩატარდა. ნარკოტიკული საშუალებები, ბანანის ფერმის მიწისქვეშა საცვში იყო დამალული.
სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები კლანის ლიდერს დაირო უსუგს ეკუთვნოდა. დაკავებულია 4 პიროვნება, აღმოჩენილი კონტრაბანდის ღირებულება კი 360 მილიონი ევროა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები