BBC ჯორჯ რილის და სხვა თანამშრომელთა სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტებს გამოიძიებს

სავარაუდო სექსუალური ძალადობის 25 ფაქტზე, BBC-იმ შიდა გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა.
საზოგადოებისთვის სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ფაქტია ცნობილი, რომელიც BBC-ის წამყვანს ჯორჯ რილის უკავშირდება. მის წინააღმდეგ 8 სარჩელი შეჩერებულია, თუმცა შიდა გამოძიება მაინც მიმდინარეობს.
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა განაცხადა, რომ 2013-2014 წლებში დაშინებისა და შევიწროვების 80 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა სექსუალური ხასიათის არ ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი 40 მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. BBC-ის გენერალური დირექტორის განცხადებით კი, ვითარება საკმაოდ სერიოზულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები