დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა. ტრამპს და მის ოჯახს, მასპინძლებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს და ჩინეთის რამდენიმე ღისშესანიშნავი ადგილიც დაათვალიერებინეს.
შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა დისკუსია გამართა, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჩინეთის რეგიონებში, ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების არსებობა.
ამასთან, მან აღნიშნა რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას უფრო მკაცრად უნდა მოექცეს, რათა სამხრეთ კორეამ ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას.
საუბარი იყო ეკონომიკურ მდგომარებაზე და მის განვითარებაზე, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთი „Pyongyang“-ის მთავარი ეკომომიკური მოკავშირეა.
ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, შეხვედრისას ბიზნესგარიგებას მოაწერეს ხელი.
ვიზიტისას, ტრამპმა საკუთარ “Twitter”- ექაუნთზე, რამოდენიმეჯერ სტატუსი განაახლა და ასეთი დახვედრისთვის ჩინეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
შეგახსნებეთ, რომ ჩინეთში დაბლოკილია ისეთი სოციალური ქსელები, როგორიცაა: Facebook, Youtube,Twitter და Instagram.
აზიაში 12 -დღიანი მოგზაურობის ფარგლებში, დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას და იაპონიას უკვე ეწვია, ჩინეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ კი ტრამპი ვიეტნამსა და ფილიპინებს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები