მოსკოვში, 70 000-მდე მოქალაქის ევაკუაცია, სატელეფონო „ტერორიზმის“ გამო მოხდა

34 წლის მამაკაცმა, რუსთის პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ სპორტული კომპლექსი „ოლიმპიქსი“ დანაღმულია.

პოლიციამ სასწრაფოდ მოახდინა „ოლიმპიქსის“ ევაკუაცია, სადაც 2 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, ასევე დააკავა მამაკაცი, რომელმაც პოლიციაში ბომბის შესახებ განაცხადა.

დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის(207 მუხლი, I ნაწილით) დაწყებულია გამოძიება, რაც ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ განგაშს გულისხმობს.

სატელეფონო „ტერორიზმის” ტალღა რუსეთში 2017 წელს გავრცელდა. 6 ნოემბერს სატელეფონო „ტერორისტებმა“ 70 000-მდე ადამიანი აიძულეს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში განეხორციელებინათ ევაკუაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები