ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გაგა ნახუცრიშვილი ლექციას წაიკითხავს

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაგა ნახუცრიშვილი წაიკითხავს ლექციას ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ისაუბრებს, როგორ დაიწერა „პატარა პრინცი“ და „ადამიანთა მიწა“, დაუსრულებელი რომანი „ციტადელი“ და სხვ.
როგორც „კვირას“ ილიას უნივერსიტეტში განუცხადეს, ამ შეხვედრით დაიწყება ლექციების ციკლი, რომელიც გაგრძელდება საუბრებით კლასიკოსი მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. განხილული იქნება ქართველ და უცხოელ მწერალთა ცხოვრებისა და წერის სტილი. მათი შემოქმედება და ცხოვრება ხომ ხშირად საბედისწეროდ ჰგავდა ერთმანეთს. ხანდახან კი, პირიქით, სრულიად განსხვავებული იყო. არც ავტორები ჰგავდნენ ერთმანეთს – ზოგი „კაბინეტის“ მწერალი იყო, ზოგიც საკუთარ ცხოვრებას გვაზიარებდა. რით ჰგავდნენ ერთმანეთს და რითი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ავტორები და მათი შემოქმედება? რა განაპირობებდა ამას – დრო, გარემო თუ მათი ინდივიდუალიზმი? რატომ იქმნებოდა კატაკლიზმების დროს დიდი ხელოვნება? რითი განსხვავდებოდნენ ავტორები სხვა ადამიანებისგან, რა იყო მათში ასეთი განსაკუთრებული, რაც ახლაც ასე გვიზიდავს?
შეხვედრების ბოლოს გაიმართება თემის განხილვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები