გიორგი მელუას პერსონალური გამოფენა – „შენთან ახლოს“ გაიხსნება

გალერეა „წითელი კვადრატი“  გიორგი მელუას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა გიორგი მელუამ განუცხადა, გამოფენას ჰქვია „შენთან ახლოს” – ადამიანისა და გარემომცველი სამყაროს ურთიერთობა და გაუცხოება იმასთან, საიდანაც კაცობრიობის მოდგმა მოდის, ნახატებში გასულიერებულია ფლორა და მისი სილამაზე, რომელსაც ადამიანები ვეღარ, აღარ აღიქვამენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი ახალი ნატურმორტები, რომელსაც დამთვალიერებელი პირველად ნახავს. გამოიფინება დაახლოებით 25 -მდე ტილო“, – აღნიშნა გიორგი მელუამ.
და კიდევ, გამოფენის პერიოდში ფასები სპეციალურია – თითქმის განახევრებულია.
გამოფენა 7 ნოემბერს, 18.00 საათზე გაიხსნება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მის: ფალიაშვილის 88.
გიორგი მელუა დაიბადა 1957 წელს. დაამთავრა ისტორია–ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები.
1986–99 წლებში მუშაობდა ბეჭდურ მედიაში. არის ორი პოეტური და რამდენიმე სამეცნიერო–პოპულარული წიგნის ავტორი. გამოსცემდა და რედაქტორობდა საკუთარ გაზეთს, ჰქონდა საავტორო პროგრამა რადიოში. ხატვა დაიწყო ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში. არის აშშ-ს ჯორჯიის შტატის Landings Art Association-ის წევრი.
არის მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები