შიო ხეცურიანი ქალთა კალათბურთის წარმომადგენლებს შეხვდა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის შეხვედრები ქართულ საკალათბურთო სამყაროსთან გრძელდება. ის საქართველოს ქალთა კალათბურთის წარმომადგენლებს შეხვდა.
ისევე, როგორც წინა შეხვედრებზე, მან კალათბურთის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა. შიო ხეცურიანის თქმით, დღეისათვის, ქალთა კალათბურთი საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია.
„ჩვენი მთავარი მიზანია, კალათბურთი ცხოვრების წესად ვაქციოთ. ქალთა კალათბურთის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას. დღეისათვის, ქალთა კალათბურთი საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია. სულ, გვყავს დაახლოებით, 300 ქალი კალათბურთელი. შედარებისთვის, სლოვენიაში, 2 400 ქალი თამაშობს კალათბურთს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში გაიზარდოს ქალ კალათბურთელთა რაოდენობა და შევუქმნათ მათ შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად“,-განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შიო ხეცურიანმა.
ქალთა საკალათბურთო კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს ქალთა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელმა, ნინო ყიფშიძემ შიოს და მის თანამოაზრეებს გარკვეული რჩევები მისცა.
„საინტერესო შეხვედრა იყო. გავეცანით კალათბურთის განვითარების გეგმას. დადებით საკითხებთან ერთად იყო საკითხები, ქალთა კალათბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლებზეც შიოს და მის თანამოაზრეებს რჩევა მივეცით. მინდა გავეცნო სხვა მხარეების აზრსაც, გავიგო, როგორ წარმოუდგენიათ კალათბურთის განვითარება“,-აღნიშნა ნინო ყიფშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები