მანჰეტენზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა (ვიდეო)

მანჰეტენზე სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ხუთი დაშავდა. ნიუ-იორკში მოქალაქეების მიმართულებით სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დაკავებულია.

მედიის ცნობით, თავდამსხმელმა რამდენიმე წუთის წინ მანჰეტენის სამხრეთით ერთ-ერთ ქუჩაზე საკუთარი ავტომანქანიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ინფორმაცია სროლის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში რამდენიმე თვითმხილველმა გაავრცელა. ნიუ-იორკის პოლიცია თავდამსხმელის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები