სად გაიმართება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საბჭომ, საკუთარი კრიტერიუმები და მოხსენება გაავრცელა, სადაც დაწვრილებითაა აღნიშნული ის საჭირო ვალდებულებები, რომელიც 3 ქვეყნიდან (სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ირლანდია) ერთ-ერთმა უნდა დააკმაყოფილოს.
სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონატ 2023-ის ერთ-ერთი პერსპექტიული მასპინძელია, რომელსაც ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს სხვადასხვა კრიტერიუმებში: ტურნირის ორგანიზება, ცხრილები, ტურნირის ინფრასტრუქტურა, ფინანსები და კომერციული გაყიდვები. ჯერჯერობით პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სამხრეთ აფრიკა 78.97%, საფრანგეთი 75.88%, ირლადნია 72.25%.
მსოფლიო რაგბი 2023-ის საბჭო, შეხვედრას 15 ნოემბერს ლონდონში გამართავს, სადაც ტურნირის მასპინძელ ქვეყანას აირჩევს. 2019 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატს რაგბიში, იაპონია უმასპინძლებს.