ხვალ „ღია გალერეაში“ სალომე სიმონგულოვა – არაბიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

ხვალ, „ღია გალერეაში“ ახალგაზრდა მხატვრის სალომე სიმონგულოვა – არაბიძის პერსონალური გამოფენა „ დაბადება“ გაიმართება.
სალომე მხატვრების ოჯახში გაიზარდა, ის ამჟამად სტუდენტია – სწავლობს ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში ფერწერის განხრით. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. გამართა პერსონალური გამოფენებიც. ამასთან, აქვს სამხატვრო სტუდია, სადაც მოზარდ ახალგაზრდებს ხატვას ასწავლის . მისი ნამუშევრები შესრულებულია შერეული ტექნიკით,რომელიც მოწონებას იმსახურებს,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. მის ნამუშევრებში გამოყენებულია თბილი და ნათელი ფერები.
სალომე სიმონგულოვა არაბიძის თითოეული ნამუშევრის იდეა დღევანდელობასთან ასოცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები