მექსიკაში ბოროტმოქმედებმა ფეხბურთელები ჩაცხრილეს

მექსიკის ქალაქ ჩილპანსიგოში, მოყვარულ ფეხბურთელთა მატჩის დროს, ორი ადამიანია მოკლული.
მექსიკური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ფეხბურთელების მიმართულებით სროლა პირდაპირ მატჩის დროს დაიწყეს. შედეგად მძიმედ დაიჭრა სამი სპორტსმენი, რომელთაგანაც ორი დაიღუპა, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
შტატი, რომელშიც ქალაქი ჩილპანსიგო მდებარეობს, ერთ-ერთ ყველაზე კრიმინოგენურად საშიშ რაიონად ითვლება. ამ შტატში დაჯგუფებებს შორის ნარკოტრანზიტის ხელში ჩასაგდებად მუდმივად სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები