მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ეროვნული დრამატურგიის IV თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება

ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხვალ, 19:00 საათზე, ეროვნული დრამატურგიის IV თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან. ფესტივალის საზეიმო დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რაფიელ ერისთავის პიესაზე შექმნილი სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”. სპექტაკლის რეჟისორია კახა გოგიძე.

აღსანიშნავია, რომ წელს მესხეთის თეატრისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებიდან 50 წელი გავიდა. ეროვნული დრამატურგიის მეოთხე ფესტივალის გახსნა სწორედ მესხეთის თეატრის საიუბილეო თარიღს – 10 ოქტომბერს დაემთხვა. წლევანდელ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 20 თეატრალური კოლექტივი მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში, სულ ნაჩვენები იყო 21 სპექტაკლი.

ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ქალაქ ახალციხის მერიისა და ,,რეჟისორთა ლიგის” ინიციატივით დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები