„მრავალფეროვანი საქართველოს” ფარგლებში 30 ოქტომბერს ბოლნისში ღონისძიებები გაიმართება

ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ გიორგი კეკელიძეს, მაკა ელბაქიძესა და ოქტაი ქაზუმოვს შეხვდნენ. ისინი ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვლენ, საუბრები იქნება ლიტერატურული პროცესების შესახებაც.

შეხვედრა პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, 30 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

ბოლნისის ბიბლიოთეკის დარბაზში ასევე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება გაიმართება (რეჟისორი: ვ. სულაქველიძე).

ბოლნისის კულტურის სახლის ფოიეში 15:40 – 16:00 საათამდე საგამოფენო სივრცის დათვალიერება მოხდება. ნ. ბარათაშვილის საიუბილეო ხუთენოვანი კრებულის წარდგინება და გ.კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები“ აზერბაიჯანულენოვანი თარგმანის, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები კულტურის სახლში ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდება, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა. „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები