მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ შალვა ბაკურაძეს უმასპინძლებს

 

30 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ შალვა ბაკურაძეს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს. ეს არის ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე. ამჯერად საკუთარი შემოქმედებით მსმენელის წინაშე პოეტი შალვა ბაკურაძე წარდგება.
მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.
ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.
მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები