ჯო ბაიდენი და ლედი გაგა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, 74 წლის, ჯო ბაიდენმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლედი გაგასთან ერთად გადაღებული ვიდეო გზავნილი განათავსა. ვიდეოს წარწერა ახლავს თან, რომელიც იმ კამპანიას ეხმაურება, რომელიც ჯო ბაიდენმა და ბარაქ ობამამ 2014 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ წამოიწყეს და ის ამჟამადაც აქტიურ ფაზაშია.
ერთობლივ ვიდეოში კი, ლედი გაგა ბაიდენის გვერდით ზის და მის მხარზე უდევს ხელი. ვიდეოში ბაიდენი ამბობს, რომ „ლედი გაგა არა მარტო შესანიშნავი მეგობარია, არამედ ძლიერი ადვოკატიცაა. ის წარმოადგენს იმ ადამიანების ხმას, რომლებიც დავიწყებულები არიან და რომლებიც შეურაცხყოფილები არიან…
ეს ყველაფერი ხომ მასაც გადახდა. მან უზარმაზარი გამბედაობა გამოავლინა… და ჩვენ გვინდა ეს ყველასთვის უფრო ნათელი გახდეს. ყველა ჩვენგანს ძალუძს ძალადობის შეჩერება, როდესაც მას ხედავს და როდესაც ამის შესახებ ესმის. ჩვენზეა დამოკიდებული ამ ყველაფრის შეჩერება. არც ერთ კაცს არა აქვს უფლება ქალზე ხელი აწიოს, არც ერთი მიზეზით, გარდა თავდაცვისა. არასდროს.“ თავად ლედი გაგა კი აღნიშნავს, რომ ყველასთვის უკვე ცნობილია, თავადაც რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, მან კარგად იცის რა გავლენას ახდენს ეს მსხვერპლზე, რა ხდება შემდგომ პერიოდში, როგორია ტრავმა-ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მენტალური. აგრეთვე, ლედი გაგა ამბობს, რომ ისინი ამ ვიდეო გზავნილს იმიტომ აქვეყნებენ, რომ უნდათ შეახსენონ ადამიანებს-„ყოველთვის მოიძებნება ვინმე ვისაც შეიძლება ენდოთ, ვისაც თქვენი დახმარება და თქვენი მოსმენა შეუძლია. იცით რატომ? იმიტომ რომ, ეს ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული“ საინფორმაციო კამპანია “It’s On Us” ბარაქ ობამას და ჯო ბაიდენის მიერ 2014 წელს დაფუძნდა და ის მიზნად ისახავს აშშ-ს მასშტაბით, კოლეჯების კამპუსებში სექსუალური ძალადობის შეჩერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები