დღეს ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრები და მისი მხატვრული პორტრეტები გაიყიდება

დღეს, 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე, არტგალერეა „ვაკეში“ ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრები გაიყიდება.
„ლიკას გამოფენის გახსნამ, ძალიან ლამაზად და წარმატებულად ჩაიარა, ისე, როგორც მას უნდოდა, ხალხის ნაკადი ჯერ კიდევ არ წყდება გალერეაში. მოვიდნენ მისი მეგობრები, მხატვრები, უამრავი თაყვანისმცემელი. ხელოვნებათცოდნემ, პროფესორმა გოგი ხოშტარიამ ძალიან საინტერესოდ და პოზიტიურად შეაფასა მისი შემოქმედება. მან თქვა, რომ ეს არის “ნამდვილი მხატვრობა”. სამწუხაროა, რომ ეს მის სიცოცხლეში ვერ მოხდა, ძალიან იამაყებდა. მე მისი სურვილი და ჩვენი შეთანხმება გულით და დიდი სიყვარულით შევასრულე.
გამოფენა მისი დაბადების დღეს, 26 ოქტომბერს დაიხურება. ამ დღეს გაიმართება აუქციონი, 18 საათიდან. გაიყიდება ლიკა ქავჟარაძის რამდენიმე ნამუშევარი კერძო კოლექციებიდან და მისი მხატვრული პორტრეტები: ზეთში, აკვარელში, ფანქარში, აკრილში, რომლებიც საგანგებოდ შექმნეს თანამედროვე მხატვრებმა (ამირან კუპრავა, კახა ჩხატარაიშვილი, ქეთი საბანაძე, ლუკა კაპანაძე, დავით ბაძაღუა, თაკო ჩეჩელაშვილი) ლიკას გამოფენისთვის. აუქციონზე შესვლა იქნება ფასიანი (სიმბოლური 5 ლარი).
თქვენი ეკა რაისნერი“, – წერს გამოფენის ორგანიზატორი ეკატერინე რაისნერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და იქვე იმ ნამუშევრების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც დღეს აუქციონის წესით გაიყიდება. ლიკა ქავჟარაძის პორტრეტების გამოფენა-აუქციონზე ეკა გელუტაშვილის მიერ შესრულებული ლიკა ქავჟარაძის ორი პორტრეტიც გაიყიდება.
როგორც „კვირას“ მხატვარმა განუცხადა, ეს ორი პორტრეტი ორ დღეში დაიხატა, რომ გამოფენა-აუქციონისთვის მოესწრო.

მის: არტგალერეა „ვაკე“, ირ. აბაშიძე N 47.

 

 

 

ლიკა ქავჟარაძე – მხატვარი ეკა გელუტაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები