ოზურგეთის თეატრი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში „თეფშის“ პრემიერას გამართავს

  თბილისში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში გასტროლებზე ოზურგეთის ალექსანდრე წუწნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ჩამოდის. 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მხოლოდ ერთი დღით, გაიმართება ირაკლი გურგენიძის სპექტაკლ ,,თეფშის“ პრემიერა. პიესის ავტორია ზურაბ პაპიაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „თეფში“ არის მისტიკური კომედია ერთ მოქმედებად. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ირაკლი გურგენიძე; სცენოგრაფი სერგო შივცი, სასცენო მოძრაობა – მარიკა ქვეითაია, რეჟისორის ასისტენტი –  მაკა მამულაიშვილი.
მონაწილეობენ: თემურ კვირკველია, ბელა კიკვაძე, ვერიკო ხუხუნაიშვილი, ნინო ჯუღელი, გიორგი დოლიძე.
სამხატვრო ხელმზღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასო ჩიგოგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები