ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი გაიმართება

31 ოქტომბერს, 16:00 საათზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის დარბაზში გაიმართება ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, სემინარზე განხილული იქნება დოქტორანტ ბაკურ გოგოხიას წიგნი „ლაზური გვარსახელები“. მოხსენებას წიგნის შესახებ წარმოადგენს ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე. წიგნის განხილვას დაესწრება ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები