გამოფენა – „კომუნიზმი ასი წლის გადასახედიდან“ გაიმართება

25 ოქტომბერს, 17:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გამოფენა – „კომუნიზმი ასი წლის გადასახედიდან“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კომუნიზმი XX საუკუნის ყველაზე მასშტაბური და მასობრივი მოვლენა იყო. ამ ძალადობით დამკვიდრებულმა რეჟიმმა, რომელსაც მართებულად ეწოდა „ტოტალიტარული“, განკარგა მთლიანად საზოგადოების, თითოეული მისი წევრის ცხოვრებაც კი. ამან განაპირობა საბოლოოდ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სოციალური გარემოს გაპარტახება.
კომუნისტური რეჟიმების დღევანდელი მემკვიდრეები მოსკოვსა და პეკინში დღეს სხვა იდეოლოგიური ნაზავითა და ახალი ეკონომიკური საფუძვლებით გამოდიან ასპარეზზე, ანუ როგორც დასავლეთის კულტურული და მსოფლიო-პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.
ეს გამოფენა სწორედ „კომუნიზმის დასრულების“ შესახებ თეზისის გადაფასების მცდელობაა და მოიცავს ამ რეჟიმის განვითარების თითქმის ყველა ასპექტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მასზე ასევე წარმოდგენილია ქართული ნარატივი საბჭოთა საქართველოს შესახებ, რაც საშუალებას მისცემს დამთვალიერებელს, მსოფლიო კონტექსტში გაიაზროს კომუნიზმი საქართველოში.
გამოფენა ორგანიზებულია კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ.
გამოფენას გახსნიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, კონრად ადენაუერის ფონდის
სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი დოქტორი თომას შრაპელი და დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
გამოფენის ოფიციალური გახსნის შემდეგ, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ბაბეროვსკი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „საბჭოთა კავშირი თანამედროვე კონტექსტში. ხიბლი და საფრთხეები“. ქართველი და უცხოელი მომხსენებლები ისაუბრებენ კომუნიზმის სხვადასხვა ასპექტზე.

შეხვედრა გაიმართება გერმანულ ენაზე. ინგლისურ და ქართულ ენებზე. სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები