ხმებს დაცვა სჭირდება, ამიტომ მორაგბეები ჩემს გვერდით იქნებიან – ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი

ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან ცაბაძე ამბობს, რომ დღეს, მის დასახმარებლად, ასპინძაში მორაგბეები ჩავლენ.
ლევან ცაბაძემ არჩევანი დაბაში, 23–ე უბანზე დააფიქსირა. მისი განცხადებით, დღეს ასპინძაში მის მხარდასაჭერად, მისი მეგობარი მორაგბეები აპირებენ ჩასვლას.
“მთავრობისთვის სამწუხაროდ, მორაგბე ვარ. ჩემი მეგობრები უბრალო მორაგბეები არიან, ისინი ჩემს დასახმარებლად მოდიან არა როგორც მორაგბეები, არამედ, როგორც მეგობრები. ამ ფონზე, ხმებს დაცვა სჭირდება, ამიტომ ისინი ჩემს გვერდით იქნებიან”.
ლევან ცაბაძის თქმით, ამ დრომდე ასპინძაში სიმშვიდეა. იგი არ გამორიცხავს, რომ დღის მეორე ნახევარში გაყალბების მცდელობები იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები