“ქართული ოცნების” ასპინძის მერობის კანდიდატი: არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, ვიმედოვნებ, რომ საღამომდე ასე გაგრძელდება

“ქართული ოცნების” ასპინძის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის განცხადებით, ასპინძაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მაგრაქველიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
“მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ვიმედოვნებ, რომ საღამომდე ასე გაგრძელდება”, – განაცხადა მაგრაქველიძემ არჩევანის დაფიქსირების შემდეგ.
ასპინძაში, ოპოზიციის მერობის კანდიდატები მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობენ, რაზეც მმართველი გუნდის კანდიდატმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაეთანხმება.
“ცესკო და მის დაქვემდებარებაში მყოფი საუბნო კომისიები მობილიზებული და აღჭურვილი არიან იმისათვის, რომ არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. ამის რესურსი ცესკოს აქვს” , – აცხადებს მაგრაქველიძე.
შეგახსენებთ, რომ ასპინძაში, მერობის ოთხი კანდიდატია: N2 ტარიელ ლონდარიძე – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“; N5 მალხაზ მოსიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; N41 როსტომ მაგრაქველიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“; N42 ლევან ცაბაძე – საინიციატივო ჯგუფი; – თვითმმარველობა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები