კისისხევის ტყეში მომხდარ უბედურ შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავში, კისისხევის ტყეში უბედური შემთხვევა მოხდა. 45 წლის მამაკაცი ხეს ჭრიდა, რა დროსაც ხის ქვეშ მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები