ხონში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდმა მოტოციკლის საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები