გორში, სოფელ აზნეთთან ავარია მოხდა – არიან დაშავებულები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აზნეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.