მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. მისი გადარჩენა სიმაღლიდან ვარდნის გამო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო ვერ მოხერხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.   დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
საავადმყოფოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები