იმერეთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა მამაკაცი იმსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლმოდებული სახლიდან მეზობლებმა სახლის პატრონი გამოიყვანეს, თუმცა სტუმრად მყოფი მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, მათ ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახერხეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები