ევროპარლამენტარი ქლერ მუდი: საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის” თანათავმჯდომარის ქლერ მუდის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი მრავალი მიმართულებით აჩვენა, რაც მას “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში ლიდერს ხდის. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ქლერ მუდიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ევროპარლამენტში დადებითად შეაფასა და საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები აღნიშნა, რაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებშიც აისახა:
„მნიშვნელოვანია სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ის პუნქტები, სადაც საუბარია ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, სადაც პროგრესი შეინიშნება. საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ჩვენს მხარს ვუჭერთ ამ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იქნა იღწეული, როგორც დემოკრატიზაციის, სასამრთლო რეფორმის ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ მიმართულებით ევროკავშირი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს მხარდაჭერა ქართველი ხალხის სასარგებლოდ მომავალშიც გაგრძელდეს”,-აღნიშნა კლერ მუდმა.,
ევროპარლამენტარის შეფასებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ მიღებული რეკომენდაციები ხაზს უსვამს ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობას “აღმოსავლეთ პარტნიორების” ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან.
საქართველოს ვიცე-პრემეირი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს. ბრუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები