მამუკა მდინარაძე: კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა

კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა და შესაბამისად, კანონისთვის გვერდის ავლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ აპირებს, რომ სახალხო დამცველის საკითხზე გუნდის შიგნით შეჯერდეს.
„ჩვენ არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ და წარვადგინოთ ღირსეული კანდიდატურა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიერ კანდიდატის დასახელებას, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში კომპეტენციები გამიჯნულია. არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამ ნორმაში არ არის საუბარი არასამთავრობო სექტორზე. შესაძლებელია გარკვეული კონსულტაციები გაიმართოს და გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის აზრი, თუმცა ცალსახად, დღევანდელი კანონმდებლობის გვერდის ავლა არ მიმაჩნია სწორად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები