ხელოვნებათმცოდნე ლელა წიწუაშვილთან შეხვედრა გაიმართება

20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გამოფენის კურატორთან, ხელოვნებათმცოდნე ლელა წიწუაშვილთან  შეხვედრა გაიმართება. როგორც „კვირას“  მუზუმიდან აცნობეს, შეხვედრა მიმდინარე გამოფენის – ,,უკანასკნელი ფურცლის“ ფარგლებში ჩატარდება.
გამოფენა ,,უკანასკნელი ფურცელი“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თემას − ჰოლოკოსტს ეხება. იური დოიჩის ფოტონამუშევრები და კატია კრაუსოვასთან ერთად შექმნილი დოკუმენტური ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სლოვაკეთის ისტორიულ წარსულს აცოცხლებს, რომელიც ავტორთა პირად ისტორიებთანაც არის დაკავშირებული.
იური დოიჩი კანადაში, ტორონტოში მოღვაწე ცნობილი ფოტოხელოვანი და პუბლიცისტია, კატია კრაუსოვა კი ბრიტანეთში, ლონდონში მოღვაწე ცნობილი პროდიუსერი და რეჟისორი. ხელოვანები წარმოშობით სლოვაკეთიდან არიან. ორივემ 1968 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა სამშობლო, რომლის ისტორიულმა აჩრდილმა უცნაურად დააკავშირა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს, რის შედეგადაც შეიქმნა მსოფლიოში უკვე ცნობილი და აღიარებული პროექტი „უკანასკნელი ფურცელი“.
თბილისი შვიდწლიანი მსოფლიო ტურნეს 28-ე ქალაქია, სადაც ამ პროექტის წარდგენა ხდება.
მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ლადო გუდიაშვილის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები