ქართველი მხატვრები არტბაზრობაში – „კარუსელ დუ ლუვრი“ მონაწილეობას მიიღებენ

20-22 ოქტომბერს, ქართველი მხატვრები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის პრესტიჟულ არტბაზრობაში – „კარუსელ დუ ლუვრი“, რომელიც პარიზში, ლუვრის მუზეუმში ტარდება. ამ ინფორმაციას გიორგი ტაბლიაშვილის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
არტბაზრობაში მონაწილეობენ მხატვრები: გიორგი ტაბლიაშვილი, ლელა ტაბლიაშვილი, მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილი, საფრანგეთში მოღვაწე მოქანდაკე დარეჯან ბერეკაშვილი. მათი ნამუშევრები ერთად გამოიფინება.
არტბაზრობაში 700-მდე მხატვარი და გალერეა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენას 100 000-მდე ადამიანი დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები