ავღანეთში ტერაქტს 20-მდე მოქალაქე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

ავღანეთის ქალაქ გარდეზში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმის შედეგად, 20-მდე მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის სამართალდამცველებიც არიან.

მომხდარის შედეგად ათობით ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პოლიციის სამმართველოს გვერდით ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტები მართავდნენ.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები