„პატარა ხოჭო“ კანადის ანიმაციური ფილმების ფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაშია

ელენე სებისკვერაძის ერთწუთიანი „პატარა ხოჭო“ კანადის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფესტივალი Les Sommets du cinéma d’animation 22-26 ნოემბერს გაიმართება.
„პატარა ხოჭომ” სექტემბერში ხორვატიის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალზე ოქროს მედალი აიღო.
ავტორი აგრძელებს ერთწუთიანი პროექტის განვითარებაზე მუშაობას. „პატარა ხოჭოს” ახალი ვერსია კინოცენტრის პროექტის განვითარების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები