გამოფენა – „რეპრესიები საქართველოში“ გაიხსნება

გამოფენა „რეპრესიები საქართველოში“, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე, გაიხსნება. როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, ექსპონატების დიდი ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინება.
1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალით, წერილობითი დოკუმენტებითა და მემორიალური ნივთებით გამოფენის დამთვალიერებელს წარმოდგენა შეექმნება 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.
საბჭოთა რეპრესიებს საქართველოში ათობით ათასი ადამიანი შეეწირა. რეპრესირებულები ერთმანეთის მიყოლებით გახდნენ როგორც ბოლშევიკური ხელისუფლებისათვის მიუღებელი ადამიანები, ისე საბჭოთა იდეოლოგიის მხარდამჭერები და თავად რეპრესიის მომწყობები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის მზადების პროცესში ეროვნული არქივი რეპრესირებულთა ოჯახებს დაუკავშირდა. მათ მიერ არქივისათვის გადაცემული უნიკალური დოკუმენტები და ნივთები ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი.
გამოფენის კურატორები: ქეთევან ასათიანი, გიორგი კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები