ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის ორ კონცერტზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისში ორ კონცერტს გამართავს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
ბილეთების ფასი 50-დან 750 ლარამდე იქნება.
თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კი – 3 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა 16 ოქტომბერს, დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე.
ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის საქართველოში დაგეგმილი კონცერტების ორგანიზატორები არიან: ROOMS HOTELS და SOU ფესტივალი.