ხონში ახალი კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ხონში, სოფელ ივანდიდში ახალი, კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას ხონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრო. საწარმოში პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება.
„ედელინგის” გახსნა ქართულ – გერმანული ინვესტიციით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 8 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმო უახლესი ევროპული ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და აქ როგორც ადგილობრივი, ასევე, შემოტანილი ნედლეული გადამუშავდება. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი კი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები