დღეს ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავს
საპარლამენტო ოპოზიცია დღეს კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავს.
აქტივისტები 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან.
“ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით თბილისში. ზოგჯერ ვიქნებით ძალიან ბევრი, ზოგჯერ იმაზე ბევრი, მაგრამ ერთ რიგით კალენდარულ დღეს, უახლოეს პერიოდში, იმდენი უნდა ვიყოთ, რომ პარლამენტში ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი. ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ, ყველა მოედანსა და ყველა ხიდზე უნდა ვიდგეთ”, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.