დაბა კაზრეთის 17 კორპუსში 22 ახალი ლიფტის შახტა დამონტაჟდება

დაბა კაზრეთში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლება მოგვარდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძველი ლიფტების დემონტაჟი და შახტების დასუფთავება უკვე დაიწყო.დაბა კაზრეთის 17 კორპუსში 22 ახალი ლიფტის შახტა დამონტაჟდება. ძველ, ამორტიზებულ ლიფტებს ახალი ჩაანაცვლებს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 90 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დაბა კაზრეთის კორპუსებში სულ 68 ლიფტის შახტაა, დარჩენილი 46-ის რეაბილიტაცია მომავალ წელს განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები