მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ მეოცედ გაიმართება

12 ოქტომბერს აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიაში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი” გახსნასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. საფესტივალო პროგრამასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმ, ქეთი დოლიძემ ისაუბრა. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დირექტორი ზურაბ გეწაძე, ფესტივალის გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ მეოცედ, ლაშა კუპრაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენით გაიხსნება, რომელიც ხელოვანმა ფესტივალის იუბილეს მიუძღვნა. ამავე დღეს გაიმართება შოთა კალანდაძის კინო-ლექსების ჩვენება, რომელიც შეიქმნა ფესტივალის „საჩუქარი“ შთაბეჭდილებით. ტრადიციულად, გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“ .
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი და სხვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები