გრიბოედოვის თეატრი საგასტროლო ტურნეთი ურალში მიემგზავრება

13-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით ალ. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით – „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ საგასტროლო ტურნეში ურალის ოთხ ქალაქში მიემგზავრება. როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, გრიბოედოვის თეატრის გასტროლებს 6 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრება.

15-16 ოქტომბერი – ეკატერინბურგი – სვერდლოვსკის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი;
18-19 ოქტომბერი – კურგანი – კურგანის დრამის სახელმწიფო თეატრი;
21-22 ოქტომბერი – ჩელიაბინსკი – ნაუმ ორლოვის სახ. ჩელიაბინსკის დრამის სახელმწიფო აკადემიური თეატრი;
24-25 ოქტომბერი – მაგნიტოგორსკი – ა.პუშკინის სახ. მაგნიტოგორსკის დრამატული თეატრი.

„ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი.
„ხოლსტომერი“ ოცამდე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე და დიპლომანტი სპექტაკლია. 2013 წელს დაჯილდოვდა მოსკოვის საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.
სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა არუთინიანი, ნინა კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ნინო ნინიძე, ზურაბ ჭიპაშვილი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია და სოფიო ლომჯარია.
პროექტი ხორციელდება რუსეთის საგასტროლო საქმიანობის მხარდაჭერის ფედერალური ცენტრის პროგრამის „დიდი გასტროლების“ (Большие гастроли) ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები