ბოლნისის კულტურის სახლში ლატვიური და ქართული მუსიკის კონცერტი გაიმართა
ბოლნისის კულტურის სახლში ლატვიური და ქართული მუსიკის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქალთა ლატვიური ანსამბლი „ერა“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები: ,,ორბელი” და „ბოლნელა” წარსდგნენ.
ქალთა ლატვიური ანსამბლი ,,ერა“, რომელიც ქალაქ მაზსალაცას წარმოადგენს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ,,ერას“ სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოებები. ანსამბლის საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა გააცნოს.
ღონისძიებას ბოლნისის მთავარეპისკოპოსი ეფრემი და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ.
კონცერტი 12 ოქტომბერ გაიმართა.