ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა მაყურებელს პრემიერა წარუდგინა
ორთვიანი მუშაობის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა მაყურებელს პრემიერა წარუდგინა. ,,ბოლნისი… ეკატერინენფელდი… ლუქსემბურგი… ბოლნისი…”,- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა, ლაშა ნოზაძემ ბოლნისის მკვიდრის, პეტრე დანელიას ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით დადგა. პლასტიკითა და ემოციით გადმოცემული 123 წლიანი ისტორია, ამბავი გერმანელი კოლონისტების მიერ საქართველომდე გამოვლილი ურთულესი გზის, ბოლნისის ისტორიულ მიწაზე დამკვიდრების, ქალაქის რუდუნებით აშენებისა და რეპრესიების შესახებ. უსიტყვო მიუზიკლით მსახიობებმა მაყურებელს ის ტრაგიკული ისტორია უამბეს, რომელიც გერმანელი კოლონისტების მოულოდნელმა გადასახლებამ გამოიწვია. სპექტაკლში რეჟისორმა დასის მოქმედი და მოყვარული მსახიობების დააკავა. მათ შორის რამდენიმესთვის სცენაზე თამაში დებიუტი გახლდათ. სპექტაკლმა, რომელიც ქართულ – გერმანული უ