ლაგოდეხში ,,ჰერეთობის“ დღესასწაული აღნიშნეს
ლაგოდეხში ,,ჰერეთობის“ დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართა.
,,ჰერეთობას“ ადგილობრივი და ცენტრალური ხლისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და პარლამენტის წევრებმა: გიორგი კახიანმა, დავით მათიკაშვილმა, რომან მუჩიაშვილმა და დავით სონღულაშვილმა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
მოსახლეობას დღესასწაული ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმაც მიულოცა. მან, სამომავლოდ ,,ჰერეთობის“ მასშტაბების გაზრდაზე ისაუბრა.
,,ვფიქრობ მნიშვნელოვანია მოხდეს აღნიშნული ღონისძიების პოპულარიზაცია იმგვარად, რომ მისით უცხოელი ტურისტებიც დაინტერესდნენ“, – აღნიშნა მან.
დღესასწაულზე ადგილობრივმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა, შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს. ტყე-პარკის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის სოფლებმა, სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.