სოფო კილაძემ და ნიკოლოზ ნათენაძემ საქართველოს პარლამენტში გერმანელ სტუმრებს უმასპინძლეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე გერმანიის მთავრობის ეროვნული უმცირესობების კომისარს, ჰარტმუტ კოსჩიკს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, დოქტორ ალექსანდერ შუმახერს და პარლამენტის წევრს, სტეფან მაიერს შეხვდნენ.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან გვაცნობეს, შეხვედრის ძირითად თემას ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენდა.
„ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ვისაუბრეთ საქართველოში მცხოვრებ გერმანულ უმცირესობასთან დაკავშირებით და, ასევე, ქართველების წარმომადგენლობის თაობაზე გერმანიაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას ჩვენი ერების დაახლოების პროცესში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, როგორც გერმანიის, ასევე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად.
„ჩვენ, ქართული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერდით დავუდგებით გერმანულ უმცირესობას, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანაში თავი კარგად, კომფორტულად და დაცულად იგრძნონ”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღესვე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
„ეს პირველი შეხვედრა იქნება დასაწყისი იმ დიდი ურთიერთობებისა, რომელსაც მომავალში ამ კუთხით ვაპირებთ”,- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები