შეუძლებელია, ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები, ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ იქნებ შეიქმნას საერთო პლატფორმა”

“შეუძლებელია, ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები, ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ იქნებ შეიქმნას საერთო პლატფორმა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ერთი და იგივე თემაზე ერთი და იგივე დებატები უინტერესოა, ამასთანავე, ვინმეს რომ არ ეწყინოს, შესაძლებელია, ნეიტრალური ტერიტორიაც შეირჩეს, სადაც ჟურნალისტი დასვამს მისთვის საინტერესო კითხვას და ყველა მერობის კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.
„მე მაქვს ჩემი პროგრამა, მაქვს დაგეგმილი ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან და ამასთანავე, ყველა ტელევიზია ითხოვს მერობის კანდიდატებს დებატებში. შეუძლებელია, ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები. ჯერ ერთი, არ არის საინტერესო ერთი და იგივე თემაზე ერთი და იგივე დებატები განხორციელდეს, მეორე, როცა ერთ ტელევიზიაში მიხვალ და მეორეში არ მიხვალ, შეიძლება ვინმეს აწყენინო. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ იქნებ შეიქმნას საერთო პლატფორმა. შეიძლება, რომელიმე ტელევიზია, შეიძლება საერთოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთოთ და დაგვეხმარონ იმაში, რომ ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს და წარმომადგენელს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს დასვას ის შეკითხვა, რომელიც მას აინტერესებს და იყოს ყველა მერობის კანდიდატი წარმოდგენილი. ამით არავის ვაწყენინებთ და ყველა მერობის კანდიდატიც იქნება“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ თუკი ტელევიზიები ვერ შეთანხმდებიან, შემდგომ ამ თემაზე კვლავ იფიქრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები