გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას“, – ასე უპასუხა კვირიკაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდეს.
“რა გითხრათ, მინდა ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როცა ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ბოლო მონაკვეთს. მანამდე, ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კენჭისყრას. კიდევ ვამბობ, რომ ის დაპირებები, რომელიც გავეცით, არის აღსასრულებელი და ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები