“ბოლნისქალაქობა 2017″-ის ფარგლებში ბოლნისელი მსმენელის წინაშე ახალგაზრდული გუნდი ,,თუთარჩელა” წარსდგება
7 ოქტომბერს, 14:30 წუთზე, ბოლნისის კულტურის სახლში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. გუნდი ,,თუთარჩელა” თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით შეასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს ბახიდან რამშტაინამდე.
“კონცერტის პროგრამა ,,სიყვარული ყველაფერია” საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა.
არ გამოტოვოთ დაგეგმილი ღონისძიებები”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.