მეორე სვირში საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის მშენებლობა სრულდება

თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირსა და მის მიმდებარე სოფლებს ოქტომბრის თვიდან მომემსახურება. შორაპნის შემდეგ, უკვე მეორე სვირის ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლიდან გაუსვლელად 200 – ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისით სარგებლობას შეძლებს. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურებით. ახალი სერვისცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება. მეორე სვირში მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები