ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა ლას-ვეგასში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულებს შორის ქართველები
ამ ეტაპზე უცნობია, დაშავდნენ თუ არა ქართველები ლას-ვეგასში სამორინეს მახლობლად მომხდარი სროლის შედეგად.
გავრცელებული ინფორმაციით, ლას ვეგასში სამორინეს მახლობლად მომხდარი სროლის ადგილას ქართველებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ეპატზე უცნობია დაშავდნენ თუ არა ისინი სროლის შედეგად.
როგორც „კვირას“ საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის ინფორმაციას ამოწმებენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად უცნობმა პირმა დღეს ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა.
მან მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გაუხსნა ცეცხლი. თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია.